იემენელმა „ჰუსიტებმა“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საპორტო ქალაქი მოქა დაიკავეს. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, დაჯგუფების მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის აღება გლობალური ენერგეტიკული მარაგებისთვის კიდევ ერთ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა.
კომენტარები
