საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. მან ხმა კრწანისის მეოთხე საარჩევნო ოლქში, მესამე საარჩევნო უბანზე მისცა.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
„არჩევანი გავაკეთე ყველაზე ევროპულ კანდიდატზე. ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო“ – თქვა ზურაბიშვილმა.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.