ინდონეზიაში ტკბილეულის ქარხანაში ხანძარს 24 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ს კი ამ დრომდე ეძებენ. ინციდენტი ბანტენის პროვინციაში მოხდა. ხანძრის გაჩენის მომენტში ქარხანაში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ძებნა-შველის ოპერაციას შენობის კონსტრუქციის ჩამონგრევის საფრთხე აფერხებს.
მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვას ამოწმებენ.
კომენტარები
