ვალეს მეათე საარჩევნო უბანზე არჩევნები სიმღერის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი ვალის კულტურის სახლის პირველ სართულზეა მოწყობილი, დაწესებულების მეორე სართულზე კი კულტურის სამსახურის თანამშრომელს მუსიკა ჰქონდა ჩართული.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.