ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8% შეადგინა, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ხმა 1 363 493 ამომრჩეველმა მისცა.
ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ანალოგიური დროის მონაცემებით, აქტივობა 30.98% იყო.
შეგახსენებთ, დღეს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
კომენტარები