2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, გიორგი პაპუაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რითაც მოთხოვნილ იქნა საქმისწარმოების შეწყვეტა და სარჩელის განუხილველად დატოვება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 18 ივლისის სასამართლოს სხდომა აღმოჩნდა ტესტი ყველა მხარისთვის, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე მსჯელობისას, ვინაიდან მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ვერ შეძლო გაბედული და თამამი გადაწყვეტილებების მიღება.
მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შემდეგი სახის შუამდგომლობები:
საქართველოს პრეზიდენტის 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა. მოსარჩელის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სადავო ქონება გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. სახელმწიფო ქონების გადაცემის მომენტში ფლობდა ინფორმაციას, რომ ბინის ჩამორთმევას მოქალაქე სადავოს ხდიდა სხვადასხვა საჩივრით. საქმეში არსებობს როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის 2007 წლის 11 მაისის წერილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელშიც პირდაპირაა გადმოცემული, რომ სადავო ქონება პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის უნდა გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.