ღორის გრიპით ქუთაისში ორსული ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა საკეისრო კვეთით მოახერხეს, თუმცა დედის დახმარება ვეღარ შეძლეს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ანესთეზია რეანიმაციის სამსახურის უფროსის, მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, 30 წლის ქალბატონმა კლინიკას 14 დეკემბერს მიმართა. ის 38 კვირის ორსული იყო.
ექიმის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ცხელება სუნთქვის უკმარისობა, ხველა. საავადმყოფოში შესვლიდან 24 საათში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დაავადება გაგრძელდა აგრესიულად.
ექიმის განმარტებით, პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ვირუსული და ბაქტერიოლოგიური კვლევები.
„მდგომარეობა მთელი მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე. დადგენილი იყო ვირუსული ორმხრივი პლევმონია, რესპირატორული დისტრესსინდრომი, სეფსისი მძიმე ფორმის, სეპტიური შოკი და უტარდებოდა მძლავრი შესაბამისი მკურნალობა. მაგრამ მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, შედეგი ვერ იქნა მიღებული, ბავშვი კარგად არის,“ – განაცხადა ექიმმა.