საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბეების თბილისში გადმოყვანის საჭიროება არ დგას.
“მინდა პირველ რიგში სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვილების ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ახლა მკურნალიბას გადიან, ერთი მათგანის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის მდგომარეობა რჩება მძიმე. სოაციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობები, რომ მობილიზაციას აცხადებნენ სისხლის პროდუქტებზე. გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის არც სისხლის პროდუქტების. გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქობ, რომ დილის საათებში იქნება კონსილიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედ გეგმა. რაც შეეხება მათ გადმოყვანას ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან მათ მკურნალობა კალიფიციურად უტარდებათ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდნენ მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე. ექიმების განცხადებით, უკიდურესად მძიმეა მათი მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი.