“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოლარის კურსის ხელოვნურად ზრდასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პასუხობს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს დედოლარიზაცია და ამას ხელი უნდა შევუწყოთ.
„ანაბრებზე, რა თქმა უნდა, მაქვს ლარიც და დოლარიც, იმ ვალუტაში, რომელშიც იმ დროს მქონდა შემოსავალი. სამწუხაროდ, ბევრი არ მაქვს. მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში და ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე. მაგრამ, შემიძლია დაგარწმუნოთ და გაგიხსნათ ჩემი საბანკო ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარებია. ყველა, დეპოზიტიც და სესხიც, სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი. ზოგადად საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ყველა ფუნქციას ფულის და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ნოდარ ხადური: ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია
2016/07/22 17:49:11
ნანახია: 1974 ჯერ