პოლიტოლოგი გია აბაშიძე ტელეეთერით სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. ექსპერტი ამ მხრივ, ყურადღებას ამახვილებს “რუსთავი2”-ზე, რომელსაც მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი დეზინფორმაციის გამავრცელებლად აღიქვამს. “დაახლოებით მეოთხედი ჩვენი საზოგადოებისა რუსთავი2-ს აღიქვამს, როგორც ტოტალურ დეზინფორმატორს, რომელიც ავრცელებს არასწორ ამბავს, ახდენს მანიპულაციას, ანუ სინამდვილე შერეული ტყუილთან ეს არის ტყუილები, მათ შორის მთავრობის საქმიანობაზე, მერიის საქმიანობაზე, პარტიულ საქმიანობაზე” – აცხადებს გია აბაშიძე. პოლიტოლოგმა დეზინფორმაციის გავრცელებისა და ტელარხების კვლევა თავადაც ჩაატარა და მისი თქმით, შედეგი “ენდიაის” კვლევის იდენტურია.
კომენტარები