სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, “სტუდენტური სია” 50%-ზე მეტით ლიდერობს, ვუჩიჩის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40% მიიღო.
მისი დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული “დიფ სთეითის” მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა. სერბეთის ყოფილი პრეზინდეტის თქმით, ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე რუსეთს სანქციებს დაუწესებს.
ვუჩიჩის მიერ მარცხის აღიარებიდან მალევე ბელგრადის ქუჩებში ზეიმი დაიწყო. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ქუჩებში ცეკვავდა.
ალექსანდრე ვუჩიჩი, რომელიც სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან დომინირებს, ხანგრძლივი მასშტაბური პროტესტის შედეგად, იძულებული გახდა სექტემბერში ვადამდელი არჩევნები დაენიშნა.
