დღეს ერევანში, შეიარაღებული პირები ერევნის პოლიციის შენობაში შეიჭრნენ. ცნობილია რომ, სროლის შედეგად პოლიციაში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და მათ დასახმარებლად ექიმები იყვნენ მისული , რა დროსაც, დამნაშავეებმა მძევლად ექიმები აიყვანეს. ექიმები ადგილზე სამშაბათს მომხდარი სროლის დროს დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშოტ აგასორიანმა გაავრცელა. სომხეთის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მძევლად ოთხი ექიმია აყვანილი.
კომენტარები