„როიტერი“-ს ინფორმაციით, თურქეთის საზღვართან, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქებები ქურთი მოხალისეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქდა დანაღმული ავტომობილი და მოტოციკლი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
კომენტარები