ნატა ვიბლიანის ყოფილი ადვოკატი ნუცა თოფურია პოსტს აქვეყნებს.
“მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვგეგმავდი ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებას, უწყვეტი დისკრედიტაციის მცდელობების გამო, ვალდებული ვარ, გამოვეხმაურო ბრალდებებს.
📍ბოლო თვეებში, ნატა ვიბლიანთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაციითა და შეთანხმებით, შევიტანე საჩივრები: გენერალურ პროკურატურაში – მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელზეც გამოძიება უკვე დაიწყო და შსს-ში – სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო.
📍პირადი მიმოწერა-სქრინების საჯაროდ გამოქვეყნება სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებს სცდება, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კავშირი ჩემსა და ნატა ვიბლიანს შორის ხშირი იყო.
📍მას შემდეგ კი, რაც ჩვენს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო და სატელეფონო საუბარში მე, ტარიელ კაკაბაძეს და მარიამ ბარსონიძეს შეურაცხყოფა მოგვაყენა, ასევე ბოლო პერიოდში ნატა ვიბლიანის სურვილის გამო, იძულებული გავხდით, საქმეს ჩამოვშორებოდით!
📍ძალიან ვწუხვართ მოვლენების ასეთი განვითარების გამო.
ნატა ვიბლიანს სჭირდება ადვოკატი, რომელიც ყველა მის საქმეს გადაიბარებს, რადგან ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ კუთხით!
ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს ნატას თავისი სიმართლის ძიებაში!”

