ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„სამართალმა პური მართალია გვიან, მაგრამ მაინც ჭამა.
სიტუაციის ტრაგიკომიზმი იმაშია, რომ „ნაცმოძრაობა“ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არის, განაგრძობს სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენებას.
მათ მიერ დაზარალებულებს სახელმწიფომ გვარიანი კომპენსაცია 21,000 ევრო უნდა გადაუხადოს.
თავად განსაზღვრეთ, რამდენ კეთილ საქმეს მოხმარდებოდა ეს ფული!”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები