“ეს პროცესი ჩემთვის მოულოდნელი არ არის. “ქართული ოცნება” იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ის პარლამენტში 2012 წელს გავიდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მივიდოდა. “ქართულ ოცნებაში” დაიწყო ახალი ბირთვის გამოკვეთის პროცესი. ნაწილი უნდა მოიშორონ და გარკვეულწილად ეს არის ბესელია და ის ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა შორდება. გააჩნია, ეს რღვევის პროცესი სანამდე მივა.არ მგონია, რომ ვინმეს ამ ჯგუფიდან თავისი სურვილით მონდომებოდა წასვლა, თუ მას ექნებოდა რაღაც გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდებოდა. აქედან ნელ-ნელა მიდიან იმიტომ, რომ მათი შანსი 2020 წლის საარჩევნო სიაში მოხვდნენ, მიზერულია. ცალკე, გარე თემაა მოსამართლეების საკითხი. ამის ქვეტექსტი ეს არის და “ქართულ ოცნებაში” ეს პროცესი მიდის”, – აცხადებს გაზეთ “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
“ოცნებიდან” ისინი მიდიან, ვისაც 2020 წელს საარჩევნო სიაში მოხვედრის გარანტია არ აქვს”
2019/03/01 00:31:53
ნანახია: 965 ჯერ