საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანში პარლამენტის დეპუტატებმა მაღალი რანგის პირებთან ოფიციალური შეხვედრები გამართეს.
„ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონში, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის პირებთან ოფიციალური შეხვედრები გავმართეთ პარლამენტის დეპუტატებმაც. შეხვედრები, რომელიც აზერბაიჯანულ მხარესთან გაიმართა, საინტერესო და საქმიანი იყო, თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევს შეხვედრა, რომელიც „ზაგულბას” საპრეზიდენტო სასახლეში შედგა.
ეს იყო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული შეხვედრა, სადაც ჩვენმა პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიასა და მომავალზე, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა. ამასთან, არაერთგზის გააჟღერა საზღვრების დელიმიტაციის თემა, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან ამ მიმართულებით პროცესების დაჩქარებაზე მზაობა მივიღეთ.
ამ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტებზეც იყო საუბარი, დაისახა სატრანსპორტო, კულტურული, და ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის სტრატეგია და პროექტების განხორციელების კონკრეტული გზები.
ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების მეზობლური და მეგობრული საუკუნოვანი ურთიერთობის ნათელი მაგალითი იყო.მ
ოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ღირსეულად წარადგენს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფებოდა
2019/03/01 16:15:03
კომენტარები
ნანახია: 814 ჯერ