სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროპელ ელჩებს უმასპინძლა. აუდიენციის ამსახველ ფოტომასალას საქართველოს პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ზე ავრცელებს.
პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია ლიეტუვის, საბერძნეთის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან გამართა.
ევროპელ დიპლომატებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში
შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან საქართველოში
შეხვედრა ავსტრიის ელჩთან საქართველოში
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში
კომენტარები