ემზარ კვიციანი 2020 წლიდან პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ ემზარ კვიციანის სამომავლო გეგმებით და ხომ არ უკავშირდება “წყვილების დახმარების ცენტრის“ დაფუძნება მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს.
„2020 წლიდან მე პოლიტაში დარჩენას აღარ ვაპირებ. უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები. მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ. ამ ცენტრის საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული, მაგრამ გვერდში დავუდგები ბოლომდე, ეს ფაქტია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა
კომენტარები