ექსპერტი გია აბაშიძე იტალიის დედაქალაქ რომში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების, შეხვედრის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გაწბილებულმა ნაცნობმა, მიშას ვეტერანმა მხარდამჭერმა მომწერა რომის სასტუმრო Palazzo Naiadi-დან – დავთვალე და ზუსტად 80 ადამიანია დარბაზში შეკრებილიო…
ე.ი. რომის კატაკომბებში 80 ზომბი იწყებს ახალ მოძრაობას? ეჰ, სულ ესაა მიჰას სექტის ევროპულ-იტალიური ფრონტი?! ველოდები იმ ჟამს, როცა გიორგი სიგუას ისე დაიფრენს ამდენი შარლატანობის გამო, რომ მისი ოპონენტი და ამ მთავრობასთან გზების დალაგების მაძიებლად იქცევა…”, წერს აბაშიძე.
კომენტარები