პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 4 მარტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენს. კომიტეტის სხდომაზე ასევე მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით გაიმართება: – ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, SGS, აბაშიძე კარასინის ფორმატი.
კომიტეტის სხდომა 4 მარტს, 12:00 საათისთვის არის დანიშნული.
კომენტარები