სირიაში საქართველოს მოქალაქე, 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილი გარდაიცვალა. მამაკაცი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა.
ტოხოსაშვილი სირიაში რამდენიმე თვის წინ მოკლეს, თუმცა გარდაცვალების შესახებ პანკისში მყოფ მისი ოჯახის წევრებს მოგვიანებით შეატყობინეს.
რა ვითარებაში და როგორ დაიღუპა ტოხოსაშვილი უცნობია.
რუსლან ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში 2014 წელს წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
ბოლო მონაცემებით, სირიაში 33 პანკისელი დაიღუპა.
კომენტარები