ირაკლი კობახიძე “თიბისი”-ს საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისი შეფასებით მოთხოვნა საკითხის პოლიტიზირების კიდევ ერთი მცდელობაა.
პარლამენტის თავმჯდომარე ყველა მხარეს მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მისცენ დრო სათანადო გამოძიებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კობახიძე როგორც უშუალოდ წერილის, მტკიცებულების ფორმას, ასევე მის შინაარსს არასერიოზულად მიიჩნევს.
“ნებისმიერს შეუძლია პრინტერზე ამობეჭდოს ფურცელი, დაწეროს რამდენიმე პუნქტი, შემდეგ ერთ-ერთი პუნქტი პოსტფაქტუმ დაამთხვიოს რეალობას და ამტკიცოს თითქოს ვინმე ემუქრება. ეს რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია თუ კანონი არის დარღვეული”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კომენტარები