უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ქვეყანაში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია.
კითხვაზე „რამდენად ენდობით ამ ორგანიზაციებს?“, გამოკითხულთა 59%-მა ევროკავშირი დაასახელა და 44%-მა – ნატო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ევროკავშირის ნდობის მაჩვენებელი უკრაინაში 65% იყო, ხოლო 2025 წელს – 63%.
რაც შეეხება ნატოს, 2023 წელს ამ ორგანიზაციის ნდობის მაჩვენებელი 59% იყო, 2024 წელს – 52%, 2025 წელს – 55%.
გამოკითხვა 18-23 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 000-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,2% შეადგენს.
კომენტარები
