კახა კალაძე მოქალაქეების ჩართულობით და მათთან ერთად, თანმიმდევრულად ასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას ეამაყება რომ საზოგადოების არჩევანს, თბილისის მერი ამართლებს.
„კახა კალაძე მოქალაქეების ჩართულობით და მათთან ერთად, თანმიმდევრულად ასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა. მის საარჩევნო კამპანიაში სხვებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა და მეამაყება, რომ საზოგადოების არჩევანს თბილისის მერი ამართლებს.
საკუთრების დაკანონება ოჯახებისთვის, რომელიც დიდი ხანია ელოდებიან საკითხის გადაწყვეტას, ბინათმშენებლობის ამხანაგობებით დაზარალებულთა კომპენსაცია, მეორადი საშუალებების უსაფრთხო განთავსება და სატრანსპორტო საკითხების დარეგულირება – დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი მაგალითია, რომ ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მერიის გუნდი სათანადო ყურადღებას უთმობს. წინ უფრო მეტი საქმეა!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.