უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა განახლებული ინფორმაცია, რომ „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ სისტემები საათში 400 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობის დროსაც მუშაობს და კავშირი სტაბილურია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ სისტემები საათში 130-161 კილომეტრზე მეტი სიჩქარით გადაადგილებისას მუშაობას წყვეტდა, რაც ლოგისტიკას აფერხებდა და უკრაინული დრონების გამოყენებას ზღუდავდა.
16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს უკრაინის მიერ ამ სისტემების გამოყენების შეზღუდვაში მონაწილეობა არ მიუღია.
კომენტარები
