ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, TBC ბანკი და ეროვნული ბანკი დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და განსაკუთრებული სიახლეების მოლოდინი არ არსებობს.
„ამ საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ხელს უშლის, როგორც TBC ბანკის და ისე ეროვნული ბანკის ნორმალურ და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. მოვუწოდებ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების მიღებისაგან, დაიცვან ეთიკურობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი.
კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი “TBC ბანკის” დამფუძნებელს და პოლიტიკოსებს, მოგვცეთ საბანკო სექტორს და ეროვნულ ბანკს მშვიდად და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კომენტარები