საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „აღშფოთებულია იმის გამო, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს“.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის გახსნისას ისაუბრა.
,,მე, როგორც ქალი პრეზიდენტი, არ შემიძლია, არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში და იმედი მაქვს, რომ ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ძალოსან თათია ლორთქიფანიძის მამა, ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ევროპის ჩემპიონატიდან მისი შვილის მოხსნის ფაქტზე საუბრობს. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას მხრიდან შევიწროების ფაქტის გამო ფედერაციას არაერთხელ მიმართა მისმა შვილმა და სწორდ ამის გამო მიიღეს თათია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება.
თავის მხრივ, თემურ ჯანჯღავა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავად თათია ლორთქიფანიძის მხრიდან ჰქონდა ადგილი არაჯეროვან ქმედებას.