დედაქალაქის მერმა 9აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძის თქმით, 9 აპრილი ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ეს თარიღი ერთი მხრივ, ტრაგედიასთან ასოცირდება, ხოლო მეორე მხრივ, ამ დღეს ქვეყნის გათავისუფლებისკენ დაიწყო ბრძოლა.
“30 წელი გავიდა იმ სისხლიანი ღამიდან. ტრაგედიას, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა 9აპრილს, ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია – 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის დასაწყისი ქვეყნის გათავისუფლებისთვის. ეს იყო დღე, როცა დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. ჩვენ გვეამაყება ეს დღე. მადლობა თავისუფლებისთვის. მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს 9აპრილს,” – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები