ჩვენს გუნდთან თავისი პოლიტიკური არსებობის მეექვსე წელიწადს გაახსენდათ, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო არ აწყობთ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “პირისპირ” საუბრისას ყოფილი თანაგუნდელების, ეკა ბესელიასა და რამდენიმე დეპუტატის მისამართით განაცხადა.
“ჩვენს გუნდთან თავისი პოლიტიკური არსებობის მეექვსე წელიწადს გაახსენდათ, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო არ აწყობთ, მეექვსე წელიწადს – ამას ხაზს ვუსვამ. სად იყვნენ, როდესაც ჩვენ ძალიან კარგი კონსტიტუცია მივიღეთ, ტიპური ევროპული კონსტიტუცია მათ რიცხვში იყო სასამართლოს შესახებაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებაც, მათ ამას ყველაფერს ხმა მისცეს. პროცესები, რომელიც ახლაც მწვავედ არის საზოგადოებაში და მაშინ განსაკუთრებული სიმწვავე იგრძნობოდა, ეს ყველაფერი იმართებოდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მათთან ასოცირებული “ენჯეოების” მიერ. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც გავლენა დაკარგა სასამართლოზე, ჩვენ მოვედით და განვაცხადეთ, რომ არ ჩავერევით სასამართლოს საქმეში და სასამართლოს მივეცით ის მინიმუმი და აუცილებელი, რაც ხელისუფლებისგან არის საჭირო, რომ ჩვენ თვითონ არ ვცდილობდით ჩარევას, რომ თვითონ გამორკვეულიყვნენ და რაც მთავარია, უარი ეთქვათ “ნაციონალური მოძრაობის” გავლენაზე. ეს მათ მოახერხეს და მოახერხეს გარკვეულ დროში, გახსოვთ, წინა პერიოდები, დღეს რომ მურუსიძის გვარს ატრიალებენ ყველაზე მეტად, მე პრემიერის რანგში შევხვდი ახლადარჩეულ იუსტიციის საბჭოს მდივანს მურუსიძეს, არავისი მაშინ კრიტიკული გამონათქვამები არ გამიგია, მათ შორის, ჩვენი გუნდიდან და არც “ენჯეოები” ამას არ განიცდიდნენ, რამეთუ, მაშინ ყველას ჰქონდა ილუზია, რომ ესენი ისევ იმართებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისგან”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი – მეექვსე წელიწადს გაახსენდათ, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო არ აწყობთ
2019/04/09 23:53:52
კომენტარები
ნანახია: 699 ჯერ