„დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებს შორის დიაპაზონის შუალედში, რევოლუციური სცენარი დაუწერა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, უსუფაშვილი თავს კონსტიტუციონალისტებაზე დებს, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში „ნაციონალურ მოძრაობას სცენარი დაუწერა.
პარტიის თავმჯდომარემ გია ხუხაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოდესღაც მის გვერდით მდგომი პიროვნება, დღეს საქართველოს ექსპრეზიდენტს ხოტბას ასხამს.
„გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი ისტორია, გავიხსენოთ პირველ რიგში შალვა შავგულიძე, ეს იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე, გავიხსენოთ გია ხუხაშვილი, გავიხსენოთ უსუფაშვილი. აბა ნახეთ გია ხუხაშვილი როგორ ასხამს ხოტბას სააკაშვილს, გუბაზ სანიკიძე მათი საერთოდ მხარდამჭერია და ესენი ოდესმე ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, როდესაც… მოვიდნენ და უსუფაშვილმა რევოლუციური სცენარი დაუწერა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებს შორის დიაპაზონში შუალედში, დეკემბერში, რომელიც კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს და კანონმდებლობას მიჰყვება თითქოს, აბა ნახეთ რა დაწერა, დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და კრიტიკულ სიტუაციაში დაუწერა ეს სცენარი.
შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს „ნაცებით“ ირჩევა, ეს კაცი იყო ოპოზიციაში და იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, მე მოგიყევით მან რა გააკეთა და როგორ გააკეთა გირგვლიანთან დაკავშრებით როგორი შეცდომები და მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი,რომ ეს ჩვეულებრივად თამაში იყო „ნაციონალური მოძრაობასთან“.
ოდესღაც მქონდა ეჭვი, რომ მას გამორჩა და დაავიწყდა რომ მას აპელაციაში შეეტანა და ის რომ მან არ შეიტანა აპელაციაში, ამან გამოიწვია… აღარ გავიმეორებ რა გამოიწვია, დღეს ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობით“ ირჩევა მთაწმინდაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი – უსუფაშვილმა “ნაცმოძრაობას“ რევოლუციური სცენარი დაუწერა
2019/04/10 00:11:14
კომენტარები
ნანახია: 959 ჯერ