უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ვენეციის კომისიის დასკვაზე ოპოზიციის პათოსს არ იზიარებს.
„ძალიან ნორმალური დასკვნაა. ვერც იმ პათოსს გავიზიარებ, რაც ოპოზიციას აქვს, თითქოს, მწვავე კრიტიკაა. ძალიან საქმიანი დასკვნაა იმაზე, სამართლის წამყვანი ექსპერტები რას თვლიან საჭიროდ, რათა გამჭვირვალობა და საჯაროობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს, მაქსიმალური პირობები შეიქმნას იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალი მოსამართლეები ავირჩიოთ. ძალიან ნორმალური რეკომენდაციებია. თუ ყველას არა, აბსოლუტურ უმრავლესობას გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
კომენტარები