ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული შეხედულებების გამო, არავის სდევნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
„მე განსხვავებული შეხედულებები რომ მქონდა, სხვები სად იყვნენ? განსხვავებული შეხედულებების გამო, ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის. სხვები სად იყვნენ, როცა ხშირ შემთხვევაში, არათუ, განსხვავებულ მოსაზრებას, არამედ საწინააღმდეგო აზრს ვაფიქსირებდი? ამას ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. ეს კაცი ისეთი არ არის, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს. ყველა შემთხვევაში, ახსნა-განმარტებასა და დასაბუთებას ითხოვს. დასაბუთებული პოზიციის შემთხვევაში, ივანიშვილს საკუთარი პოზიცია შეუცვლია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
კომენტარები