დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 3 მაისს ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა. მოსამართლის ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში წარიმართა და მას მხოლოდ ოფიციალური მხარეები ესწრებოდნენ.
კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. შემდეგ სასამართლო პროცესებზე კი დაცვის მხარის მტკიცებულებების მოკვლევა დაიწყება.
საქმის პროკურორმა სხდომის დახურვის მიზეზები განმარტა. სანდრო გიორგაშვილის განცხადებით, სხდომის დახურვის მიზეზი, დამსწრეთა ხმაური იყო.
კომენტარები