მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. მას სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.
კომენტარები