საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მხარდამჭერებს Skype-ით ჩაერთო და შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ის მეუღლე, სანდრა რულოვსთან ერთად ზუგდიდში დიდი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
“ასე იძახიან, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, მაინც შუალედურია, მერე თუ სანდრას აირჩევენ, ფულს აღარ მოგვცემენ. სანდრას თუ აირჩევენ, ორ-სამ დღეში ესენი აღარ იქნებიან, არავინ. სანდრა არსად წავა, ის ევროპელი ქალია, ვიღაც კი არა. რახან თქვა, რომ მანდ ვიცხოვრებ, ე.ი მანდ იცხოვრებს. ეს დამეხმარება, რომ განვახორციელო დიდი პროექტები და ზუგდიდი ვაქციო, ბათუმს რასაც უყურებთ, ოთხჯერ უფრო მაგარ ქალაქად, ყველა ადამიანს რომ ექნება შემოსავალი.
მე ხომ სულელი არ ვარ, რახან ჩემი მეუღლე მანდ მოდის, ე.ი რაღაცისთვის არის ხომ ეს და ის კი არა, რომ ცხოვრება მოიწყოს, თქვენ მოგიწყოთ ცხოვრება. უნდა დავანახოთ, რომ ყველაზე მაგარი ხალხი მანდ ცხოვრობს და სასწაულების მოხდენა შეიძლება. ახლა გვინდა, სასწაული თქვენთან ერთად მოვახდინოთ”, – განაცხადა სააკაშვილმა