საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა საქართველოს კონსტიტუციაში პუნქტი საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის.
„საქართველოს საზოგადოება ერთგულია ამ მიზნის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში მთავარი ლოზუნგი იყო „ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები
