საბერძნეთში ქართველი გოგონა, 29 წლის ნათია გვაზავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნათია დედასთან, ბებიასა და შვილთან ერთად საბერძნეთში საკუთარ სახლში ცხოვრობდა.
როგორც „კვირასთვის” გახდა ცნობილი, ნათია გვაზავა საბერძნეთში გუშინ ჩაფრინდა.
„სახლში რომ მივიდა, დედას სთხოვა, ცოტას დავიძინებო. გარკვეული დროის შემდეგ, ოთახიდან რომ არ გამოვიდა, დედამ შეაკითხა და შვილი გარდაცვლილი დახვდა“, – განუცხადა „კვირას“ საბერძნეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა.
წყარო: – kvira.ge
კომენტარები