პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, თუ ხელმძღვანლის ყოფილ მოადგილესა და მისი ოჯახის წევრებზე ნამდვილად მზადდებოდა თავდასხმა, ეს შემაშფოთებელი ფაქტია.
მისივე თქმით, უწყების მხრიდან შესაძლო საფრთხის აღკვეთაც ნამდვილად მისასალმებელია.
“ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთელს მსოფლიოს ემუქრება. თუ ეს სავარაუდო ფაქტი არსებობს და მართლაც მზადდებოდა თავდასხმა კონკრეტულ ადამიანსა და მის ოჯახზე, ეს არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი. ვფიქრობ, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი მაინც არსებობს, ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია, ჰქონოდა ადგილი. ამას მიყოლა სჭირდება.
ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს არის სამართლებრივი ნიუანსები. მოვისმინეთ, რომ საქმე გვქონდა პრევენციასთან, ანუ დანაშაულის აღკვეთასთან სუს-ის მიერ. პრინციპში, სამართალდამცავი სტრუქტურების პირველადი დანიშნულება ეს არის, მოხდეს პრევენცია, სანამ შედეგი დადგება. პრევენცია, აღკვეთა – ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მისასალმებელი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
“ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა”
2019/05/08 12:59:21
კომენტარები
ნანახია: 853 ჯერ