პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის სუს-ში დაკითხვაზე ხვალ წავა.
მისივე განცხადებით, ამის შესახებ მან თავის ადვოკატებთან უკვე ისაუბრა.
„მე ვესაუბრე ჩემს იურისტებს და ხვალ, 15:00 საათზე უნდა წავიდე დაკითხვაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც მოსულები იყვნენ, როდესაც ადამიანურ ენაზე ვესაუბრებოდი, ვერ გაიგეს. სუს-ში ადამიანური ენა არავის ესმის. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პრობლემა არ არის, ხვალ რომ გამოვცხადდე დაკითხვაზე, რადგან სუს-თან შეთანხმებულია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მან არ ჩაიბარა.
კომენტარები