ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 92 წლის გიორგი გოზალიშვილს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
„დღევანდელი თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დამსახურებული ვეტერანებისთვის. საქართველოს მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 492 ვეტერანი გვყავს. ერთ-ერთ მათგანი გიორგი გოზალიშვილია, რომელიც ძალიან მხნედ გრძნობს თავს. მინდა თითოეულ ვეტერანს და მათ ოჯახებს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა ვუსურვო. ამ ადამიანების ღვაწლი სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი სათანადოდ დავაფასოთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ნაძალადევის რაიონში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ცხრა ვეტერანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
