სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა, რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა.
როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს. თარგმანში იყო უზუსტობა. კონკრეტულად რაში, ამის ახსნა ახლა არ შემიძლია, არ მაქვს ძალა, აგიხსნათ ეს ყველაფერი“, – განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურალისტებს.
კომენტარები