სწორედ 7 და 8 ნოემბრის ავტორებს აქვთ დღეს ყველაზე დიდი პრეტენზია და ამბიცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ 2007 წლის მოვლენებზე საუბრისას.
ანანიძის თქმით, ესეც არის ერთ-ერთი მოტივი იმისთვის, რომ მოქალაქეებს, ქართველ ხალხს ესაუბრონ და გაახსენონ, რა ტიპის მმართველობის ფილოსოფიასთან ჰქონდათ საქმე.
„ვიდრე 7 და 8 ნოემბერი დადგებოდა, მანამდე ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა, ლოკალური, ბევრი 7 და 8 ნოემბერი იყო. ციხის ბუნტი, ბიზნესმენების დაკავება შუა ღამისას მცირეწლოვანების თანდასწრებით, ამ სისასტიკის დემონსტრირება, რომელმაც თავი მოიყარა 7 ნოემბერს. გვახსოვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ყოველთვის, აპრიორში. მით უფრო, რომ ვხედავთ, სწორედ 7 და 8 ნოემბრის ავტორებს აქვთ დღეს ყველაზე დიდი პრეტენზია და ამბიცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ესეც არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოტივი იმისთვის, რომ მოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვესაუბროთ და გავახსენოთ, რა ტიპის მმართველობის ფილოსოფიასთან გვქონდა საქმე.
რაც შეეხება ბათუმის მოვლენებს, 8 ნოემბერს, სამწუხაროდ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცოდა, ვინაიდან 7 ნოემბერს თბილისის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ღამით აცხადებენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მხოლოდ და მხოლოდ ბათუმისთვის. თბილისის გარდა ალტერნატიული საპროტესტო კერა არსად არსებობდა, ბათუმის ნაწილი იყო ერთადერთი. ეს იყო სისასტიკის დემონსტრირება და არა ძალაუფლების. კარდინალური განსხვავებაა. ხშირად ასე ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი ძალაუფლების დემონსტრირება, მაგრამ იდეაში სისასტიკის დემონსტრირება იყო. მათ შორის, 7 ნოემბერიც და 8 ნოემბერიც“, – აღნიშნა მან.
