ის, რომ პარტიაში მიმდინარეობს გაჯანსაღების პროცესი, ეს სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუთითებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაჯანსაღების პროცესი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ არასდროს შეჩერებულა.
„მე არ გამოვრიცხე, რომ იქნებიან ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, როდესაც ხდება პროფესიონალი კადრების მიღება. გაჯანსაღების პროცესი არასდროს შეჩერებულა “ქართულ ოცნებაში”. ყოველთვის ჩვენი კარი ღიაა.
ეს არ მიუთითებს სამთავრობო ცვლილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები