საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის შვილმკვდარი მამაა, რადგან ქუთაისში პარლამენტის შენობა მოუკლეს.
ექს-პრეზიდენტის თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონის განვითარებისთვის და დეცენტრალიზაციის მიზნით, აუცილებელია პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდეს.
“მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. თუმცა ჩემი შვილი არის ქუთაისის პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს. მე ვარ შვილმკვდარი მამა და როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, ასევე ვერ გამაჩერებენ მეც. ყველა იმ პირზე ვიძიებ შურს, ვინც ეს ქმედება გააკეთა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისში, 2012-2018 წლებში პარლამენტი ფუნქციონირებდა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში ფუნქციონირებს.
კომენტარები