“რა აკავშირებს სანდრა რულოვსს ზუგდიდთან და საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია“, – გოგა ხაინდრავა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სანდრა რულოვსს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.
“ჰოლანდიის მოქალაქეა და საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომ თავის ქმართან ერთად აშშ-ში ტკბილად იცხოვროს. ორი შვილი და დედა მიატოვა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, თვითონ კი ზუგდიდში მერობისთვის იბრძოდა. რომელ ლოგიკაში ჯდება. რა უნდა საერთოდ ამ ქალბატონს, რა ზუგდიდის მერობა აუტყდა. ან რომელი პოლიტიკური მოღვაწე და სამეურნეო მუშაკი ეგ არის. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს გადაფრინდებიან ესენი და ამათი “დუხი“ აღარ იქნება აქ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსნებთ, ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარადა. ხმათა უმრავლესობით, ზუგდიდელებმა მმართველი გუნდის კანდიდატი, გიორგი შენგელია აირჩიეს.