მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მედიკოსების განცხადებით, გიორგი ლომინაძის ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მისი მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა და ინფექციის კუპირების შემდეგ, ქვემო კიდურებზე ტრავმატოლოგიური ოპერაციები დაიგეგმება.
ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ავარიისას დაშავებული მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე კლინიკაში გარდაიცვალა.
თავად მერაბ კვირიკაშვილი კლინიკიდან 28 ივლისს გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.