ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
“ყველამ იცის როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ის სპორტზე მეტია – ჩვენი გულის ნაწილია, მთელი ერის გაერთიანება შეუძლია, ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება.
ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა რომ მეთქვა შენთვის Khvicha Kvaratskhelia
კვარა, შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება!
შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი!
გვეამაყება რომ ხარ ქართველი!
მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ!
შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელს სამყაროში!
შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობით და რაღა თქმა უნდა ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან!
შენ დიდი მატჩების და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ რაც ნიშნავს რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი, რაც დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია!
მჯერა რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!
🇬🇪🇬🇪🇬🇪
მთელი საქართველო შენს გვერდითა ხვიჩა ❤️❤️❤️❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪”-წერს გაფრინდაშვილი.
