“ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული პრეცედენტი,” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მას მოქალაქეობა აღუდგინა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, პოროშენკოს ხელისუფლების გენერალურმა პროკურორმა აღიარა, თუ როგორ აყალბებდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს. მისივე თქმით, სწორედ ასევე მოხდება საქართველოშიც.
“მოსალოცია იმიტომ, რომ რეალურად მოხდა სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა იმ გაგებით, რომ უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ აღძრეს ზუსტად ისეთივე სისხლის სამართლის საქმე, ზუსტად ისეთივე ოლიგარქებმა, როგორიც აღძრეს საქართველოში – თითიდან გამოწოვილი, მოგონილი, ძალიან თავხედურად გაყალბებული. მთავარმა პროკურორმა მოხსნა პირი და მოყვა, როგორ ავალებდა პოროშენკო ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რა გეგმით ჩადის უკრაინაში, — პოლიტიკაში ჩაერთვება და მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას ჩაუდგება სათავეში, თუ მრჩევლის როლს შეასრულებს, თუ უსაუბრია ამ საკითხზე ზელენსკისთან, სააკაშვილმა უპასუხა:
…წარმოიდგინეთ, წინა ხელისუფლებას როგორ ეშინოდათ ჩემი პარტიის. დაიჭირეს ვიღაც ალკოჰოლიკი, დაახლოებით გლდანი რომ არის, ვარკეთილი, ეგეთი ადგილას კიევში, ძალიან კარგი კვარტალია. ამ საცოდავს ერქვა უკრაინული სახელი და გვარი, დაარქვეს მიხაილო სააკაშვილი, მის სახელზე გადაარეგისტრირეს ჩემი პარტია და უამრავი ათასი ჩვენი აქტივისტი დარჩა პარტიის გარეშე. ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.