ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ, თავისი მეუღლე როსარიო მურილო ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე აირჩია. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება. იგი აღნიშნულ პოზიციას იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პოლიტიკოსს მესამე ვადით აირჩევენ.
როგორც ამ ეტაპზე ტელერადიოკორპორაცია იუწყება, პირველი ლედის ხელისუფლების მთავარი პრესმდივანის პოზიცია უჭირავს და ნიკარაგუას პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
70 წლის ორტეგა ყოფილი მემარცხენე პარტიზანია, რომელიც ძალაუფლებაში სომოსის დინასტიის დიქტატის ჩამოგდების შემდეგ მოვიდა, რომელიც ნიკარაგუას ოთხი ათწლეულის მანძილზე მართავდა. ორტეგას, პრეზიდენტის პოსტი, 1985-დან – 1990-წლამდე და 2006 წლის ნოემბრიდან დღემდე უჭირავს.
კომენტარები